რეზონანსი
28.11.2022

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ფაქტობრივად მალავენ, რომ ის ვიზუალურად არ ნახოს საზოგადოებამ.

მისი თქმით, თუ არ ეშინიათ, აჩვენონ საზოგადოებას, მიხეილ სააკაშვილი.

„პრეზიდენტ სააკაშვილს ფაქტობრივად მალავენ, რომ ის ვიზუალურად არ ნახოს საზოგადოებამ. თუ არ ეშინიათ, მაშინ აჩვენონ ის საზოგადოებას. შემდეგ უკვე აღარანაირი დამატებითი მტკიცებულება და კვლევა არ იქნება საჭირო, თუ პრეზიდენტ სააკაშვილს უბრალოდ ანახებენ, ვიზუალურად როგორ გამოიყურება", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმის პროცესი გადაიდო. ამის მიზეზი, კლინიკა „ვივამედის" ცნობა გახდა, რომელშიც საუბარია, რომ ექიმებმა, სააკაშვილის ტრანსპორტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×