რეზონანსი
28.11.2022

როგორც პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი პოლიტიკურად მტრობენ ნინო ლაცაბიძეს, მხოლოდ ამიტომ აჩერებენ ამ პროექტებს. ეს არის საბოტაჟი და მეტი არაფერი.

შეკითხვაზე, როგორ აფასებს რუსთავის საკრებულოში არსებულ ვითარებას, სადაც ოპოზიციური საკრებულო ბიუჯეტს არ ამტკიცებს, მდინარაძემ აღნიშნა, რომ საბოტაჟია.

„იმ ბიუჯეტში უამრავი სოციალური პროექტია ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ის ხალხი ელოდება ამ სოციალური პროექტებიდან კონკრეტულ ბენეფიტს, თანხებს, კონკრეტულ სარგებელს და მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს რუსთავის საკრებულოში უფრო მეტი ოპოზიციური წარმომადგენელია და მხოლოდ იმიტომ რომ ისინი პოლიტიკურად მტრობენ ნინო ლაცაბიძეს, ამიტომ აჩერებენ ამ პროექტებს. ეს არის საბოტაჟი და მეტი არაფერი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×