რეზონანსი
28.11.2022

კრემლი მიესალმება ვატიკანის შეთავაზებას, უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების პლატფორმის უზრუნველყოფის შესახებ, მაგრამ რუსეთში აცხადებენ, რომ კიევის პოზიცია ამას შეუძლებელს ხდის. ამის შესახებ „როიტერსი" წერს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ამგვარ პოლიტიკურ ნებას, მაგრამ დე ფაქტო და დეიურე სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც ახლა შეიქმნა უკრაინაში, ასეთი პლატფორმა ვერ იქნება მოთხოვნადი" , - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, რომის პაპმა ფრანცისკემ 10 დღის წინ დაადასტურა, რომ ვატიკანი მზად არის, ყველაფერი გააკეთოს შუამავლობისთვის და დაასრულოს კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის.

რუსეთის მიერ უკრაინაში 9 თვეზე მეტი ხნის წინ დაწყებული ომის შემდეგ, რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის თურქეთი, ისრაელი და ჩინეთი მოიაზრებოდნენ კონფლიქტში პოტენციურ შუამავლებად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×