რეზონანსი
28.11.2022

ჯანდაცვის სამინისტრომ მობილიზაცია გამოაცხადა, პირველადი ჯანდაცვის რგოლმა შესაბამისი მითითებები უკვე მიიღო - პაციენტების ბინაზე მართვა და მკურნალობა, რადგან სეზონური ვირუსის გამო, კლინიკებში თავისუფალი ადგილი თითქმის აღარ დარჩა.

სპეციალისტები კი ვაქცინის აუცილებლობაზე საუბრობენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ, ნოემბრის ბოლომდე უფასო აცრით ისარგებლონ.

ბოქსირებული განყოფილების უფროსი ამბობს, რომ კლინიკა, ასეთი დატვირთული მხოლოდ კოვიდის პიკის პერიოდში იყო. ინფექციურ საავადმყოფოში ყველა საწოლი დაკავებულია. მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებას მწვავე რესპირატორული ვირუსით ყოველდღე აკითხავენ.

დატვირთულია ბოჭორიშვილის საავადმყოფოც. კლინიკაში, დღის განმავლობაში, დაახლოებით, 70 ინფიცრებული მიდის. მათი უმრავლესობა ბავშვები და მოზრდილები არიან. ექიმები პატარებში სეზონური ვირუსის გავრცელების მიზეზად, პანდემიის პერიოდის იზოლაციას და აქედან გამომდინარე, დაბალ იმუნიტეტს ასახელებენ.

ქვეყანაში 4 სახის ვირუსი ცირკულირებს - რინო, ადენო, H3N2 ე.წ ჰონკონგის გრიპი და კოვის 19 -ის ქვეშტამი. ვირუსის სიმპტომები მკვეთრად არის გამოხატული და უფრო მწვავედ მიმდინარეობს, ვიდრე ომიკრონის შემთხვევაში.

მობილიზებულია იმუნიზაციის სივრცეები. დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ნოემბრის ბოლომდე ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის უფასოა. ცალკე დარეზერვებულია ვაქცინის გარკვეული დოზები ფეხმძიმეებისთვის.

ეპიდემიოლოგები ვირუსის პიკს და ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას იანვარში ელოდებიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×