რეზონანსი
29.11.2022

რატი ბრეგაძის დღევანდელ ბრიფინგს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ეხმაურება. შალვა ხაჭაპურიძე ინტერესდება, თუ მესამე პრეზიდენტს საქართველოში კვალიფიციური სამედიცინო დახმარება უტარდება, რატომ სთავაზობს მას იუსტიციის სამინისტრო უცხოელი ექიმების ჩამოყვანას.

"რა უნდა ვუპასუხოთ ახლა მაგას, მაგის პასუხია სასამართლოს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დღეს უკვე გადმომეცა და უახლოს დღეებში გადავცემ სასამართლოს შუამავლობას, სასამართლო პროცესზე გაირკვევა ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ.

რაც შეეხება თუ უტარდება ადეკვატური მკურნალობა, მაშინ ვერ გავიგე, რატო მთავაზობს იუსტიციის მინისტრი, ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმებიო, ორივე ერთმანეთის გამომრიცხავი პოზიციაა ერთ განცხადებაში.

თუ უტარდება კვალიფიცირებული დახმარება და კარგად აქვს ყველაფერი, მაშინ რატომ უნდა ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმები? თუ კარგი მკურნალობა უტარდება, რატომ მძიმდება მაშინ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად. 

უამრავი კითხვებია და ამაზე პასუხებს ვერ ვიღებ, პასუხი იქნება ცალსახა, პასუხი ეხება მხოლოდ სასმართლოს, სააკაშვილს სასჯელი გადაევადება თუ არა.  ამას წყვეტს სასამართლო." - ამბობს ხაჭაპურიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×