რეზონანსი
29.11.2022

რელევანტურია თუ არა სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნა მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და დეპრესიის მიზეზით?, - ჟურნალისტის მიერ დასმული ამ კითხვის პასუხად, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობით მსგავსი რამ დაუშვებელია.

„რაც შეეხება რომელიმე დიაგნოზის გამო მსჯავრდადებულის საზღვარგარეთ გაყვანას, ვთქვი და კიდევ ერთხელ ავხსნი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საზღვარგარეთ გაყვანა საქართველოს კანონმდებლობით შეუძლებელია".

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას დასმული დიაგნოზების შესაბამისად ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ გადის, ცენტრ „ემპათიის" დასკვნა კი, ამ ეტაპზე არ არსებობს.

„არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის დიაგნოზი იქნება, თუკი საუბარი არის სასჯელის გადავადებაზე, არაერთხელ განვმარტეთ, რომ უნდა მიმართონ სასამართლოს, რომელიც შემდგომ შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მსჯელობს - გადაუვადოს თუ გაათავისუფლოს კონკრეტული მსჯავრდებული სასჯელისგან. სხვა ბერკეტი ბუნებაში, უბრალოდ, არსებობს", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×