რეზონანსი
29.11.2022

პარლამენტმა 66 ხმით, ერთი მოსმენით მიიღო „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილება. ერთ-ერთი ინიციატორის, დავით სონღულაშვილის განმარტებით, კანონპროექტი თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციასთან და განლაგებასთან დაკავშირებული ნორმების, აგრეთვე მთავრობის მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავების ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებული ნორმის ამოქმედების ვადის ცვლილებას გულისხმობს.

„აღნიშნული ნორმები ამოქმედდება 2024 წლის 31 დეკემბრიდან, ნაცვლად 2022 წლის 31 დეკემბრისა", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×