რეზონანსი
30.11.2022

ევროკომისიამ ოთხშაბათს გაავრცელა ინფორმაცია რუსული აქტივების გაყინვისა და კონფისკაციის შესახებ. ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ ბრიუსელი, პარტნიორებთან ერთად, შეიმუშავებს გეგმას გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევის შესახებ, რათა მოგვიანებით გადაიტანოს ისინი უკრაინის აღდგენაზე და რუსეთის ომით მიყენებული ზიანი ანაზღაურება მოხდეს.

"რუსეთმა და მისმა ოლიგარქებმა უნდა აუნაზღაურონ უკრაინას დანაკარგები და დაფარონ ქვეყნის აღდგენის ხარჯები. და ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ რუსეთმა გადაიხადოს.

ჩვენ დავბლოკეთ რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი ევროს რეზერვები და გავყინეთ 19 მილიარდი ევრო რუსი ოლიგარქების ფული", - თქვა ლეიენმა.

მისი თქმით, შესაძლებელია იპოვონ ლეგალური გზები, რითიც თანხები უკრაინას მოხმარდება.

ლეიენმა აღნიშნა, რომ რუსეთის ომმა უკრაინაში მინიმუმ 600 მილიარდი ევროს ზიანი გამოიწვია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×