რეზონანსი
01.12.2022

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის მოთხოვნას გამოეხმაურა. სახელმწიფო და იუსტიციის სამინისტრო სთავაზობს მსჯავრდებულ სააკაშვილს, ნებისმიერი კლინიკიდან ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი, რომელიც მისი მკურნალობის პროცესში ჩაერთვება. მინისტრის თქმით, ეს იმ ჰუმანური მიდგომის გაგრძელებაა, რასაც ადგილი ჰქონდა ცენტრ „ემპათიის“ მიერ მოწვეულ უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით.

„როდესაც ცენტრი „ემპათია“ ატარებს დამოუკიდებელ ექსპერტიზას, სახელმწიფომ ყველანაირად შეუწყო ხელი, მათ შორის, უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს კანონმდებლობით გაწერილი მოთხოვნები – შესულიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ ამ ექსპერტიზის მუშაობაში. ამავე პათოსის და ამ ჰუმანური გადაწყვეტილების გაგრძელებაა, რომ... იუსტიციის სამინისტრომ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესთავაზა მსჯავრდებულ სააკაშვილს, ნებისმიერი კლინიკიდან ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი... თუკი ამ შენობაში, სადაც ის გადის მკურნალობას, შეუძლია, შემოვიდეს ნებისმიერს ნებისმიერი კლინიკიდან და სახელმწიფო ამაში შეუწყობს ხელს, რომ მან შესაბამისი ნებართვები აიღოს, მაშინ რაღა რჩება პრობლემა? გამოდის, რომ აქ საუბარია მხოლოდ თავისუფლებაზე და არა მკურნალობაზე“, – განაცხადა "იმედის" ეთერში იუსტიციის მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×