რეზონანსი
01.12.2022

ევროკომისიამ უნგრეთს 13 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა გაუყინა. ევროკომისიის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიზეზი უნგრეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გახდა. ოფიციალური ბუდაპეშტი 13 მილიარდ ევროს ვერ მიიღებს, თუ ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებლობისთვის საჭირო რეფორმებს არ გაატარებს და კორუფციას არ დაამარცხებს. ამასთან ევროპელები ორბანის მთავრობას არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის დამოუკიდებლობისა და უმცირესობათა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ. ევროკომისია რეფორმების გატარებისკენ უნგრეთს რამდენიმე თვის განმავლობაში მოუწოდებდა, თუმცა მხარეებმა კონკრეტულ შედეგებს ვერ მიაღწიეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×