რეზონანსი
01.12.2022

მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჯდომა გვაზიანებს. არ მინდა, მიხეილ სააკაშვილს ამ ქვეყნის მომავალი გადავაყოლოთ, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია აცხადებს, რომ საკითხს პოლიტიკურ ჭრილში შეაფასებს, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმებს მეტი ეცოდინებათ.

"მე ვინაიდან არც დასკვნის შინაარსი ვიცი, არც ის, რაც მასში წერია, ცოტა სკეპტიკური ვარ, როცა მეუბნებიან, რომ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი რაღაცები არსებობს და ადამიანი ცოცხალია ამ დროს. თუმცა, მე პირადადაც ვნახე რამდენიმე თვის წინ სააკაშვილი და არ მგონია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელოა მართლა. ზოგადად, ამიტომაც მოვუწოდებდით პოლიტიკურ ძალებს, რომ მაგიდაზე დადებულიყო მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი 12 პუნქტის შესრულების სანაცვლოდ. მე არ ვარ ექიმი და ჯანდაცვის არგუმენტს ვერ დავემყარები მსჯელობისას, მე პოლიტიკურად შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჯდომა პოლიტიკურად გვაზიანებს 12 პუნქტის შესრულების საკითხში. მინდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ ქვეყნის მომავალი არ გადავაყოლოთ, მის ჯანმრთელობაზე ექიმებს მეტი ეცოდინებათ ვიდრე მე", - განაცხადა ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×