რეზონანსი
01.12.2022

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების გადადების თაობაზე მსჯელობა მოუწევთ. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, საკითხზე ჯერჯერობით არ უმსჯელიათ.

"ვერ ვეტყვით, გუშინ, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იყო და რამდენადაც ვიცი, ეს საკითხი არ განხილულა. რა თქმა უნდა, მსჯელობა მოგვიწევს. ჩემს მეგობრებთან დღეს მქონდა კომუნიკაცია, მსჯელობას წინ არაფერი უდგას და მეტიც - ყველასთვის მთავარი საკითხი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიცოცხლის გადარჩენაა. იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ჩართულია უშუალოდ კამპანიაში. მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა არის საკითხი, რომელიც ყველას გვაერთიანებს,"- განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება 3 დეკემბერს დაგეგმილ აქციას, დეკანოიძის თქმით, ის ამ აქციაზე მივა.

"მე პირადად აუცილებლად მივალ ამ აქციაზე, ყველგან მივალ, სადაც მიხეილ სააკაშვილის უფლებებს დაიცავენ და ნებისმიერი პოლიტპატიმრის უფლებებს. ეს არც არის სამსჯელო. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს იქნება სოლიდარობის აქცია, მშვიდობის აქცია, არსებობს ბევრი ადამიანი, ვისაც სურს პროტესტი და მათთვის ეს არის უპირველესი საკითხი, ყველა ფრონტზე უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს ადამიანი გადარჩეს. რაც შეეხება ქალბატონი გიულის პოზიციას, ვერ გეტყვით, არ ვიცი ნამდვილად, მისი გადასაწყვეტია,"- განაცხადა დეკანოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×