რეზონანსი
01.12.2022

დღეს კლინიკები ძირითადად გადატვირთულია არა კოვიდით, არამედ სხვა რესპირაციული ვირუსებით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიწვიოს ამან პანიკა. სიტუაცია კარგად კონტროლდება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან სეზონურ ვირუსებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვისაც დახმარება სჭირდება, ის სამედიცინო დახმარების გარეშე არ რჩება.

"კორონავირუსის შემთხვევები ძალიან შემცირებულია. თვეში სულ 200-300 შემთხვევაა. რაც მთავარია, გარდაცვალების შემთხვევა დრამატულად შემცირდა. კოვიდი დღეს არ იქცევს მეტ ყურადღებას, არ იწვევს მეტ პანიკას მოსახლეობაში, გარდაცვალებაც მინიმალურია, ვიდრე სხვა რესპირაციული ვირუსებისას. მოსახლეობა დღეს გრიპით, რინოვირუსებით და რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით უფრო არის შეწუხებული, ვიდრე კოვიდით. თუმცა, მაინც ფხიზლად უნდა ვიყოთ, კოვიდი არსად წასულა. დღეს კლინიკები ძირითადად გადატვირთულია არა კოვიდით, არამედ სხვა რესპირაციული ვირუსებით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიწვიოს ამან პანიკა. სიტუაცია კარგად კონტროლდება. ვისაც დახმარება სჭირდება, არ რჩება სამედიცინო დახმარების გარეშე. რესპირაციული ვირუსებით ინფიცირებულის არცერთი სიკვდილის შემთხვევა არ გვქონია. შესაძლებელია, დეკემბერში პიკი იყოს, ერთეული ფატალური შემთხვევა, თუმცა, სიტუაცია კონტროლირებადია", - განაცხადა ცერცვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×