რეზონანსი
01.12.2022

ახლა ჯანდაცვის სამინისტროს გადაწვდნენ, თქვენი გამოშვებული კუპონი არ გაიშვა, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მსჯელობენ.

ღუდუშაურის შეფასებით, აღნიშნული კანონი აუცილებლად მხარდასაჭერია და სასოწარკვეთილი, ჰაერიდან მოტანილი კრიტიკა არ სჭირდება.

„მართლაც გაუგონარი უტიფრობის მომსწრენი ვართ. არაერთხელ მოგვისმენია და დაგვინახავს „ნაციონალური მოძრაობისგან" და ამ რადიკალი ჯგუფისგან უტიფრობა, მაგრამ დღეს რასაც ვხედავთ, ეს არის სრული ანომალია. ამ ადამიანებს, რომ არც სინდისთან, არც ნამუსთან და არც მორალთან არ აქვთ კავშირი, ესეც კარგად არის ცნობილი, მაგრამ ვინ, ვინ და „ნაციონალური მოძრაობა" გვესაუბრება ჯანდაცვის სისტემაზე, რომლის დროსაც ადამიანები ყიდდნენ სახლებს და დღესაც მოჰყვებათ მაშინდელი ვალები, რომ თავიანთი ჯანმრთელობა გადაერჩინათ. გამოდის ბატონი რომანი და სხვები და ლაპარაკობენ, რომ თურმე რაღაც სასწაული ხდება. ეს არის ძალიან მაგარი რამე და ამას არ სჭირდება სასოწარკვეთილი, ჰაერიდან მოტანილი კრიტიკა. რა ლოგიკით საუბრობთ?! რა ჯანდაცვის სისტემა გქონდათ?! როგორ მართავდით და ახლა, კიდევ უნდა დაიწყოთ ლაპარაკი?! არ გრცხვენიათ მაინც?! ძალიან მაგარი რამ კეთდება და ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდში დგომა სჭირდება. მთავრობამ პრემიერის თაოსნობით გააკეთა ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ვინც მოწყვლადი ჯგუფია და ვისაც სჭირდება ეს მედიკამენტები, მათთვის ხელმისაწვდომია. ეს რეფორმა არის მხარდასაჭერი და ამას თვალი უნდა გაუსწოროთ. ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთ ჯანდაცვის სამინისტრო და გვერდში დგომა გაქვთ ჩვენი და ჩვენი საზოგადოების. ბატონი რომანი და სხვები „ნაცმოძრაობიდან" მხარს თუ არ დაგიჭერენ და გაგაკრიტიკებენ ამით უნდა მიხვდეთ, რომ კარგ რამეს აკეთებთ. როდის რა გაუკეთებიათ წამოდგნენ და თქვან, რა გაუკეთებიათ რომელიმეს თავიანთ სფეროში?!. ახლა ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვდნენ, თქვენი გამოშვებული კუპონი არ გაიშვა, წამლებს გადაწვდით და იმას აკრიტიკებთ, რომ თურმე რაღაც ხდება. დაწყნარდით და დამშვიდდით", - მიმართა ღუდუშაურმა რომან გოცირიძეს.

თავის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ ალუდა ღუდუშაურის განცხადებაზე, აღნიშნა, რომ „პოლიტიკურ ჭიაღუებს" პასუხს არ გასცემს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×