რეზონანსი
01.12.2022

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს:

"ვისაც არ ეზარება, ყველა ომსა და მშვიდობაზე ლაპარაკობს. დიახ, ჩვენ გვაქვს ძალიან მყიფე მშვიდობა, უკრაინელების თავდადების ხარჯზე. ვისურვებდი, მართლა მყარი მშვიდობა გვქონდეს, რაც  გლობალურ სამყაროში, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გარეშე არასდროს გვექნება.

მყარი მშვიდობა არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი. ჩვენ გვჭირდება თითოეული ოჯახისთვის ღირსეული შემოსავალი (მინიმუმ 1000 $ და მეტი) და ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ხვალინდელი დღის პერსპექტივის შეგრძნება. ამგვარი გეგმის განხორციელება - მშვიდობა, კეთილდღეობა და პერსპექტივა, - შესაძლებელია უაღრესად კარგი სახელმწიფო მმართველობის და მთელი ერის დაუღალავი შრომის პირობებში. 

იმედი მაქვს, ჩვენი ხალხი შეძლებს ქვეყნის მმართველობაში ისეთი გუნდის მოყვანას, რომელიც შემჭიდროვებულ ვადებში გადაჭრის ამ ამოცანებს.

მე მჯერა ქართველი ხალხის გონიერების!" - განაცხცადა კახა ოქრიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×