რეზონანსი
02.12.2022

ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე-3 პრე­ზი­დენ­ტის ბედს მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძე გა­და­წყვეტს. მან სა­ა­კაშ­ვილს ერთხელ უკვე გა­მო­უ­ტა­ნა გა­ნა­ჩე­ნი - არე­ვა­ძემ 2018 წელს, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნი­ხი­ლა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი საქ­მე და 179 პა­ტიმ­რის შე­წყა­ლე­ბის გამო, რო­მელ­თა შო­რის სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი იყ­ვნენ, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტს სამი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. ამ­ჯე­რად არე­ვა­ძე გა­და­წყვეტს, მის­ცე­მენ თუ არა სა­ა­კაშ­ვილს სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის უფ­ლე­ბას და გა­უშ­ვე­ბენ თუ არა მას სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რო­დის გა­ი­მარ­თე­ბა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი. ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ად­ვო­კა­ტებს აქვთ კი­თხვა, რო­გორ და რა პრინ­ცი­პით და­ე­წე­რა ეს საქ­მე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მომ­ტან მო­სა­მარ­თლეს.

ცნობისთვის, მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძეს გა­მო­ტა­ნი­ლი აქვს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი ხა­ზა­რა­ძე-ჯა­ფა­რი­ძე-წე­რეთ­ლის საქ­მე­ზე. ამას­თა­ნა­ვე იგი ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მის მო­სა­მარ­თლეც იყო, თუმ­ცა დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბის შემ­დეგ, მან ამ საქ­მე­ზე თვი­თა­ცი­ლე­ბა მის­ცა.

ვინ არის გი­ორ­გი არე­ვა­ძე

გი­ორ­გი არე­ვა­ძე და­ი­ბა­და 1980 წლის 5 ივ­ნისს გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ონ­ში. 1997 წელს და­ამ­თავ­რა გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჩუმ­ლა­ყის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა.

მან 2002 წელს და­ამ­თავ­რა ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ხუ­მის ფი­ლი­ა­ლის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი. 2003-2005 წლებ­ში მუ­შა­ობ­და რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში სპე­ცი­ა­ლის­ტის და შემ­დგომ სხდო­მის მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე. 2005-2007 წლებ­ში მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლის თა­ნა­შემ­წედ. 2007-2008 წლებ­ში მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის თა­ნა­შემ­წედ. 2008 წლი­დან არის თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე. 2012 წელს (ივ­ნი­სი­დან ნო­ემ­ბრამ­დე) მო­სა­მარ­თლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­და სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში.2013 წლის დე­კემ­ბრი­დან არის თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა სა­გა­მო­ძი­ე­ბო, წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მი­სა და არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლე.

საქ­მე­ე­ბი, რო­მელ­შიც მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძე მო­ნა­წი­ლე­ობ­და

ა.წ. 10 იან­ვარს ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მის მო­სა­მარ­თლემ გი­ორ­გი არე­ვა­ძემ, ნიკა გვა­რა­მი­ას, კახა და­მე­ნი­ას და ზუ­რაბ იაშ­ვი­ლის საქ­მე­ებ­ზე თვი­თა­ცი­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­და. თვი­თა­ცი­ლე­ბამ­დე, არე­ვა­ძემ ნიკა გვა­რა­მი­ას 500- ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა შე­უ­ფარ­და სა­სა­მარ­თლოს გა­რეთ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის­თვის, რო­მელ­შიც ის მო­სა­მარ­თლეს "არა­ა­დეკ­ვა­ტურს" უწო­დებს.

2011 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ყო­ფილ პარ­ლა­მენ­ტარს, ხუ­ლიგ­ნო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ სან­დრო ბრე­გა­ძეს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, გი­ორ­გი არე­ვა­ძემ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

2010 წლის აგ­ვის­ტო­ში მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, "ელიტ-ელექტრო­ნიქ­სის" ყო­ფილ მმარ­თველ­სა და დამ­ფუძ­ნებლს ან­ზორ ქო­ქო­ლა­ძეს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ან­ზორ ქო­ქო­ლა­ძე გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად მით­ვი­სე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

2010 წლის მა­ის­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია "ავ­კა­სი­ის" ინ­ცი­დენ­ტის დროს და­კა­ვე­ბულ 7 პირს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. დაც­ვის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის თავ­დე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე შუ­ამ­დგომ­ლობ­და, რაც მო­სა­მარ­თლემ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

2012 წლის აპ­რილ­ში, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წევრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სი­მამრს თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვილს თა­ვი­სუფ­ლე­ბის 3 წლი­თა და 6 თვით აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­და.

რო­გორც მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძემ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­სას გა­ნა­ცხა­და, თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვილს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის I და II ნა­წი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ფარ­და, რაც გა­ნა­ჩენ­თა სა­ბო­ლოო შეკ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თა­ვი­სუფ­ლე­ბის 3 წლი­თა და 6 თვით აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს (შე­გახ­სე­ნებთ, რომ თა­მა­ზაშ­ვი­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბის­თვის და­ა­პა­ტიმ­რეს, თუმ­ცა მას ია­რა­ღის ტა­რე­ბა-შე­ნახ­ვის უფ­ლე­ბა გა­აჩ­ნდა).

2009 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მკლავ­ჭიდ­ში ევ­რო­პის ორგზის ჩემ­პი­ონს ზაურ ცხა­და­ძეს გი­ორ­გი არე­ვა­ძემ აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად წი­ნას­წა­რი ორ­თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. მო­სა­მარ­თლემ, და­აკ­მა­ყო­ფი­ლა თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და არ გა­ი­ზი­ა­რა დაც­ვის მხა­რის მო­თხოვ­ნა გი­რა­ოს 30 ათა­სი ლა­რის შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე.

2009 წლის მა­ის­ში, მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძემ მუხ­რო­ვა­ნის ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ძებ­ნილ კობა ოთა­ნა­ძის ძმას, ნუგ­ზარ ოთა­ნა­ძეს აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად წი­ნას­წა­რი ორ­თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და, რი­თაც პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

2011 წლის 25 მა­ისს ყინ­წვი­სის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსთან 23-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი და­ა­კა­ვეს. მათ ბრა­ლი სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ში ედე­ბო­დათ. 2013 წლის 13 იან­ვარს პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­მა ციხე ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად და­ტო­ვეს. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი ე.წ. ყინ­წვი­სის საქ­მის „შემ­კერ­თა" შო­რის გი­ორ­გი არე­ვა­ძეს ასა­ხე­ლებ­დნენ.

ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია

გი­ორ­გი არე­ვა­ძის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ 2021 წლის 26 იან­ვარს აქვს შევ­სე­ბუ­ლი.

გი­ორ­გი არე­ვა­ძეს ჰყავს მე­უღ­ლე და ორი ვაჟი. მის სა­ხელ­ზეა დე­მეტ­რე თავ­და­დე­ბუ­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე 96კვმ. ფარ­თის ბინა, რო­მე­ლიც მან 2013 წელს 55 ათას დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. მას­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა „"TOYOTA RAV4" (2010 წლის), რო­მე­ლიც მო­სა­მარ­თლეს 2017 წელს 8 000 აშშ დო­ლა­რად შე­უ­ძე­ნია. გი­ორ­გი არე­ვა­ძე ძი­რი­თა­დად „თი-ბი-სი" ბან­კის მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლობს და ან­გა­რიშ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 18 ათა­სი ლარი ერი­ცხე­ბა, ასე­ვე, მე­უღ­ლის - მე­დეა ოსი­აშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში" 59,98 ათა­სი ლა­რია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ნაღ­დი ფუ­ლა­დი თან­ხა კი 12000 ლარს, 3500 დო­ლარ­სა და 800 ევ­როს შე­ად­გენს, რო­მელ­თა წყა­რო­საც ხელ­ფა­სი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი წარ­მო­ად­გენს. 2020 წელს მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძეს შე­მო­სავ­ლის სა­ხით 62 489,46 ლარი აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×