რეზონანსი
03.12.2022

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ინტელექტის დეფიციტი არის მთავარი პრობლემა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია. იგი პარტიაში კლანების ბრძოლის საკითხს გამოეხმაურა.

„ინტელექტის დეფიციტი არის მთავარი პრობლემა, რომელიც გააჩნია კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. აშკარად ჩანს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის გაღატაკებული, როგორც პოლიტიკური სუბიექტი და ჩამოყალიბდა, როგორც დესტაბილიზაციის შემქმნელი, მსურველი, ყოველ შემთხვევაში, გუნდი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება მწვავდება. ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ერთი პარტიის წევრები ერთმანეთს მედიის საშუალებით ესაუბრებიან. პარალელურად პარტიის წევრები აქტიურად საუბრობენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მაშინ როცა ოჯახის მოთხოვნა საპირისპიროა.

პოლიტსაბჭოს წევრები 11 დეკემბერს შეიკრიბებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ როდის და რა ფორმით ჩატარდება არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“. სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარეობა ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი მუმლაძეს სურთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×