რეზონანსი
03.12.2022

2021/2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 8 846 მოსწავლემ, რაც 25.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 42.6% გოგოა, ხოლო 57.4% - ბიჭი.

განახლებული მონაცემები საქსტატმა გამოაქვეყნა.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი მოსწავლე რიცხობრივად მე-10 კლასიდან გავიდა.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე, წარმოდგენილია იმ მოსწავლეთა რიცხოვნობა რომელთაც შეწყვიტეს სწავლა 2021/2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სქესის და კლასის მიხედვით.

ამასთან, 2022 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 45 423 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 17.3%-ით აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 60 235 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 26.5%-ით მეტია, ხოლო საბაზო განათლება - 45 008 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 0.4%-ით ჩამორჩება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×