რეზონანსი
03.12.2022

რაჭაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ადგილობროვები ყვებიან, რომ სავარაუდო დამნაშავემ მეზობელს 4 საათზე შეშის მოსაჭრელად ტყეში გაყოლა სთხოვა. მათ დაპირისპირება მოუვიდათ, რა დროსაც 35 წლამდე კაცმა 61 წლის მეზობელს მრავლობითი დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა.

61 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა. თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„არაფრის გულისთვის დაღუპეს, არც არაფერი ლაპარაკი, არც არაფერი ჰქონდათ არასდროს. ერთმანეთთან ისე იყვნენ...მაგრამ განერვიულებული ყოფილა, წამალზე ყოფილა და მოკლა უცოდველი და გაჭირვებული კაცი, ბრალდებულს ეძებენ და ვერ ნახეს, დაიმალა", - ამბობენ ადგილობრივები.

ირკვევა, რომ მათთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც თავს გაქცევით უშველა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულის შესახებ სწორედ მისგან შეიტყო და შემთხვევის ადგილზეც თავად მიიყვანა სამართალდამცველები. ის ახლა პოლიციის განყოფილებაშია და გამომძიებლების კითხვებს პასუხობს.

„ამას (მოკლულს) მიარტყა 3-4-ჯერ დანა, მე გამოვიქეცი და გამოვუძახე მილიციასო",- ამბობს თვითმხილველის დედა.

შინაგან საქმეთა სამინსიტრომ მომხდართნ დაკავშირებით გამოძიბა 108-მუხლით დაიწყო რაც განზრახ მკველობას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×