რეზონანსი
03.12.2022

საზოგადოება დაინახავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ვეღარ იარსებებს იმ სახით, როგორც არსებობდა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, პარტიის წევრების ნაწილი დარჩეს „ნაციონალურ მოძრაობაში", ნაწილი კი, სხვა პოლიტიკურ ორბიტაზე გადავიდეს.

„რა ვითარებაა პარტიის შიგნით, ორი დაჯგუფებაა თუ 22 არ მგონია, დიდად საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხი იყოს. მნიშვნელოვანია, პროცესზე დაკვირვება და დასკვნის გამოტანა, რომ რეალურად, ამ პარტიას პოლიტიკური აღსასრული დაუდგა. აგონიის პროცესს ვადევნებთ თვალს. საზოგადოება მალე დაინახავს, რომ ეს პარტია ვეღარ იარსებებს იმ სახით, როგორც არსებობდა. ცალკეული პიროვნებების ნაწილი, რომლებიც ამ დრომდე „ნაციონალურ მოძრაობასთან" იყვნენ დაკავშირებულები, შეიძლება, დარჩნენ იგივე სახელწოდების პარტიაში, რაღაც ნაწილი სხვა პოლიტიკურ ორბიტაზე გადავიდეს. ფაქტია, ამ სახით, დომინანტი ოპოზიციური ძალა, „ნაციონალური მოძრაობა", არსებობას ვეღარ გააგრძელებს. ყოველი მომდევნო, ახალი ინციდენტი კიდევ ერთხელ გამეორება, ხაზგასმა და დადასტურებაა იმისა, რომ ამ პარტიას აქვს უზარმაზარი პრობლემები. ეს პრობლემები განპირობებულია, მათ შორის თითოეული მათგანის, ვინც ახლა აქტიურია მათ შიდა პარტიული საქმეების მოწესრიგებაში, მათი დესტრუქციული ხასიათიდან გამომდინარე, რომელსაც წლების განმავლობაში აკეთებდნენ ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, შემდეგ ოპოზიციაში ყოფნისას ქართულ პოლიტიკაში. ახლა დაუვიწროვდათ ასპარეზი და შესაბამისად, ამას აკეთებენ შიდაპარტიულ ასპარეზზე", - განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, როგორც სარჩველაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების მიზეზი ნათელია".

„რაღაც ეტაპზე გაჩნდა საჭიროება, გადახედილიყო დაფინანსების მოდელები, რომლებიც ჰქონდათ. ამ შემთხვევაში დაფინანსება გულისხმობს, იმ ოლიგარქების მცდელობის მქონე ადამიანებისგან, გარკვეული დირექტივების მიღებას, მათთვის სასურველი ხაზების გატარებას და აშ. საუბარია, ვინ როგორ გააკონტროლებს გარკვეულ ფინანსურ წყაროებს, რომლითაც ფინანსდებოდა ეს პოლიტიკური ძალა. თანხებით, რომლის წარმომავლობაც და მართლზომიერებაც არამთუ დიდი ეჭვის საგანია, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არამედ პრაქტიკულად დიდია ვარაუდი და დამაჯერებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის სწორედ ქართული საზოგადოების, საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილი თანხები, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ პირებმა, აბსოლუტურად, მართლზომიერად დაისაკუთრეს", - აღნიშნა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×