რეზონანსი
03.12.2022

თიბისის მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას პროგნოზით, 2023 წელი ინვესტიციების განხორციელების კუთხით აქტიური იქნება, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით კი ნაკლებად აქტიური.

როგორც მან თქვა, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით გარკვეული სიფრთხილე არსებობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, საინვესტიციო აქტივობა უკვე მაინც შეინიშნება.

„2023 წელი ინვესტიციების კუთხით აქტიური იქნება, ეკონომიკური ზრდისთვის ნაკლებად აქტიური. ისე ხდება, რომ ჯერ ეკონომიკის ზრდა გვაქვს, რადგან ჯერ ბიზნესს გაყიდვები უნდა გაეზარდოს და მერე ფიქრობს ბიზნესი ახალი საწარმო ხაზების დამატებას. მაგალითად გარკვეულ ბიზნესს თუ შეუძლია 100 ერთეული პროდუქცია გამოუშვას და უშვებს 70-ს, როდესაც ის თავის პოტენციურ დონეს უახლოვდება, მერე უკვე ახალ ინვესტიციებზე ფიქრობს.

სასტუმროში, როცა დატვირთულობა დაბალია, ახალი სასტუმროს საჭიროებაზე არავინ ფიქრობს. ამ მიმართულებით საინვესტიციო აქტივობა უკვე დაწყებულია და ეს აქტივობა 2023 წელს გაგრძელდება. მაგრამ გარკვეული სიფრთხილე შეინიშნება, რადგან ჩვენი ქვეყნის რისკიანობა იმის გამო, რაც ხდება გაიზარდა. რისკიანობის განცდა მაინც არის", - განაცხადა ოთარ ნადარაიამ გადაცემა „საქმიან დილაში"

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2023 წლიდან საქართველოში ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის შენელებას პროგნოზირებს. წელს ორგანიზაცია საქართველოში 10%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის, რაც ტურიზმის აღდგენას და მიგრაციულ ნაკადს უკავშირდება, ხოლო მომდევნო წელს ეს ეფექტები შედარებით შესუსტდება და ზრდა 5%-ს დაუახლოვდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×