რეზონანსი
05.12.2022

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს სურვილსა და მისწრაფებებს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანდეს.

მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე უკრაინაში რუსეთის ომი დაგმო და განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან.

„ჩვენ ყველანაირ დახმარებას ვუწევთ უკრაინას. ახლა აუცილებელია, რომ უკრაინამ თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისგან. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში კვლავ დიდი თავდასხმებია რუსეთის მხრიდან უკრაინაზე, არის დაბომბვის ფაქტები, როგორც ვხედავთ, უკრაინა დიდ წინააღმდეგობას უწევს. რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, უნდა შეაჩეროს ეს ომი. ვიცით, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინას. იმედი გვაქვს, რომ რუსეთი მალე დამარცხდება და დააბრუნებს იმ ტერიტორიებს, რომელიც მან დაიპყრო არა მარტო უკრაინაში, არამედ სხვა ქვეყნებში. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხება ეს საკითხი. იმედია, რომ რუსეთი დამარცხდება და დააბრუნებს ამ ტერიტორიებს.

როგორც პოლონეთის პრეზიდენტი ქალბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ ვუდასტურებ პოლონეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არცთუ ისე დიდი ხნის განმავლობაში საქართველო სტატუსს მიიღებს, იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა და ასევე, შევა ნატო-ში. პოლონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ამ მისწრაფებებს და კვლავ მხარს დაუჭერს. ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკითხია. ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს უფრო მეტ კარგ პირობებს მისცემს იმისთვის, რომ ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკური უსაფრთხოება მოიპოვოს.

კიდევ ერთხელ მინდა ქალბატონ პრეზიდენტს ჩამობრძანებისთვის მადლობა გადავუხადო", - განაცხადა დუდამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×