რეზონანსი
05.12.2022

მიხეილ სააკაშვილის სრული განკურნება ამ პირობებში შეუძლებელია, რადგან მას არანაირად არ ეხსნება სტრესი, რამაც მისი დღევანდელი მდგომარეობა გამოიწვია, - ამის შესახებ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრმა, გიორგი გრიგოლიამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას „პალიტრანიუსის"ეთერში განაცხადა.

„ახლა უკვე კახექსიური მდგომარეობაა. კახექსია წონის განლევას ნიშნავს. მისი მდგომარეობა ისეთ დონემდეა მისული, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გართულდეს. პირველ რიგში, კახექსია რთულდება ხოლმე სისხლდენებით, შეიძლება ინსულტიც, ინფარქტიც, რა სუსტი წერტილიც აქვს ორგანიზმში, ის რთულდება და ამ შემთხვევაში გადაუდებელი ინტენსიური თერაპია, რეანიმაციული ღონისძიებები სჭირდება, რისთვისაც კლინიკა, რა თქმა უნდა, არის მზად, როგორც ყველა მრავალპროფილური კლინიკა.

რაც შეეხება განკურნებას, ეს უფრო მძიმე საკითხია. ჩვენ წინა დასკვნაშიც ვთქვით, რომ ვინაიდან, ჩვენს პირობებში მისი განკურნება არის შეუძლებელი, მივეცით რეკომენდაცია, რომ უკეთესი იქნებოდა, რაღაც დროით მოხდეს [სასჯელის] გადავადება ან და სადმე იქნას გადაყვანილი. რაღაც პერიოდი აქაურობას მოშორდეს, ვიდრე ბოლომდე არ განიკურნება. ეს ჩვენი აზრია, მაგრამ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას სახელმწიფო იღებს. მე მაგალითად არ მგონია, რომ რაღაც ინოვაციური მეთოდები არსებობდეს და ექიმების ჩამოყვანაც არ არის ხოლმე საჭირო. აქ ხომ ოპერაცია არ არის გასაკეთებელი. რაიმე ინოვაციური მეთოდი თუ არსებობს მკურნალობის, დღეს ყველასთვის ყველაფერია ცნობილი, ამიტომ ამას ჩამოყვანა აღარ სჭირდება", - დასძინა გიორგი გრიგოლიამ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×