რეზონანსი
06.12.2022

"ქართული ოცნების" წევრის, მამუკა მდინარაძის აზრით, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის დღევანდელი განცხადებები იმისთვის იყო გამიზნული, რომ ხელისუფლება დაზიანდეს. მისივე განცხადებით, "რაც შეეხება იმას, რომ სამხედრო კონფლიქტში უნდა დაფიქსირდეს მხარედ, ამას საქართველო არ გააკეთებს, არ ჩაერთვება ომში და საქართველოში იქნება მშვიდობა".

მისივე თქმით, სამხედრო დახმარებას უკრაინას ვერ და არ გაუწევენ, რადგან ეს მხარედ დაფიქსირება იქნება. მდინარაძე ამბობს, რომ საქართველო უკრაინას სრულ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს.

"კასიანოვმა ილაპარაკა ბევრ თემაზე, ყველაფერი იყო მეორეხარისხოვანი და პირდაპირ ვიტყვი, იმისათვის გამიზნული, რომ დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება, პირდაპირ მიზანი ჩანდა, რადგან მან თქვა მთავარი, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდი წინა დღეების განმავლობაში და ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ირონიულადაც კი უდგებოდა ამ საკითხს, მათ უნდათ, და ეს თქვა პირდაპირ კასიანოვმა, რომ საქართველო გამოდიოდეს როგორც მხარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, ანუ ომში ამ შემთხვევაში. რუსეთის მიერ საოკუპაციო ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში ვერ არის, არ არის და ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას", - თქვა მდინარაძემ.

მისი განცხადებით, საქართველო 30 000-ზე მეტ დევნილს იფარებს, უწევს უდიდეს ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინას და 400-ზე მეტი დოკუმენტის მხარდამჭერი და თანაავტორია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×