რეზონანსი
06.12.2022

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ფინეთმა თურქეთს იარაღის ემბარგო უნდა მოუხსნას.

ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანება მოითხოვეს, თუმცა თურქეთმა უარი თქვა მათი განაცხადის მხარდაჭერაზე მანამ, სანამ რამდენიმე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, მათ შორის ქურთული დაჯგუფებების წინააღმდეგ უფრო მკაცრი პოზიციის დაფიქსირება და თურქეთისთვის იარაღის გაყიდვის აკრძალვის მოხსნა.

„მნიშვნელოვანია, რომ ფინეთის თავდაცვის მინისტრი თურქეთში ჩამოდის, რადგან ჯერ არ ყოფილა განცხადება ფინეთიდან, რომ მათ გააუქმეს იარაღის ემბარგო. ველოდებით მათგან ასეთ განცხადებას", - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×