რეზონანსი
06.12.2022

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი შეძლებს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გამოყოფას.

ამის შესახებ მან ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის შემდეგ განაცხადა.

"სრულიად დარწმუნებული ვარ იმის აუცილებლობაში, რომ ევროკავშირმა, თავისი შესაძლებლობებით, განაგრძოს უკრაინის დახმარება. ევროკომისიამ ამ მხრივ წინადადება გააკეთა: 18 მილიარდი სასწრაფოდაა საჭირო და რაც შეიძლება მალე უნდა იქნას შეთანხმებული. ჩემი პოზიცია ძალიან მკაფიოა: ვისურვებდი, რომ ევროკავშირის ყველა, 27-მა წევრმა მხარი დაუჭიროს ამ წინადადებას. ეს მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ", - განაცხადა შოლცმა.

კანცლერმა ასევე აღნიშნა რუსეთის ომისა და უკრაინასთან სოლიდარობის საკითხებში ევროკავშირისა და იმ ქვეყნების ერთიანობის მნიშვნელობა, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა.

"კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ისინი ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან. ეს ეხება სავიზო პოლიტიკასაც, ერთიანი მიდგომა გვჭირდება", - თქვა შოლცმა.

მისი თქმით, სამიტზე სანქციების საკითხში პოზიციების დაახლოება განიხილებოდა. ამავდროულად, კანცლერმა აღნიშნა, რომ სანქციების მხრივ ევროკავშირისა და სერბეთის პოზიციები განსხვავდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×