რეზონანსი
07.12.2022

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „სადღეგრძელოებით ლაპარაკი აუცილებლად ჯოჯოხეთში მიგვიყვანს, რომელსაც დღეს რუსეთი ჰქვია“.

როგორც ქადაგიძე წერს, ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რომ ამ ქვეყანას დღეს ყველაზე მეტად მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება!

„ბატონო პაატა, სამოთხეში რა მიგვიყვანს, ომი და სიკვდილი? მაშ რას ზიხართ პიჯაკში გამოწყობილი ტელეეთერში, იქნებ აიღოთ იარაღი ხელში და თქვენი გზა სამოთხისკენ თავად გაიკვალოთ...

ქართველი ხალხი კი გადავწყვიტეთ, რომ ამ ქვეყანას დღეს ყველაზე მეტად მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება!

და არა იმიტომ, რომ "სამოთხისკენ" ვისწრაფვით, უბრალოდ იმიტომ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შვილები...“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×