რეზონანსი
08.12.2022

მიწისძვრა, რომელიც დაღესტნის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან 25 კმ-ში მდებარეობდა, საგრძნობი იყო საქართველოშიც. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე განმარტავს, რატომ იგრძნო ბიძგი მკვეთრად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ :

"ღრმაკერიანი მიწისძვრა არის, დაახლოებით 42-50 კილომეტრამდეა მიწისძვრის სიღრმე. ტექტონიკური თვალსაზრისით საინტერესო მიწისძვრაა, ამ სიღრმის გამო იგრძნო უფრო საქართველოს მოსახლეობამ, ვიდრე ეპიცენტრში შესაძლებელია გრძნობდნენ ამ დროს. მომყოლი მიწისძვრებიც იყო, საშიში აბსოლუტურად არაფერია, არ არის ეს დიდი მიწისძვრა," - ამბობს გოდოლაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×