გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
„13 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო, მაგრამ შედარებით ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამის საათებში -4, +1, დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1, +1 , ხოლო დღის საათებში +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
განსაკუთრებით მკვეთრი მატება დაფიქსირდება შემდეგი კვირიდან, როდესავ 13-14 დეკემბრიდან ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში +12 +14 გრადუსს მიაღწევს, ხოლო დასავლეთ საქართველოში - +18 +20 გრადუსამდეც კი აიწევს.