რეზონანსი
08.12.2022

გარკვეული ადამიანები ბოიკოტს უცხადებენ სამუშაო პროცესს საქართველოს პარლამენტში, მერე გამოდიან და ამბობენ, სამუშაო ჯგუფებში რატომ არ ვიყავით წარმოდგენილებიო. არათანმიმდევრულები, არასტაბილურები არიან და ერთმანეთისგან გამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციის ნაწილი საკუთარ ბოიკოტში დაიკარგა.

„ცხადია, სერიოზულად მათ განცხადებებს არ და ვერ შევაფასებთ. რაც შეეხება რეფორმას, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის პირველადმა დასკვნამ ყველა კითხვას გასცა პასუხი და სპეკულაციის სივრცე ამოწურა. ერთი მხრივ, დადებითად არის შეფასებული სამუშაო პროცესი საქართველოს პარლამენტში, რომელიც უზრუნველყო „ქართულმა ოცნებამ" და მეორე მხრივ, არის გაკრიტიკებული რადიკალური ოპოზიციის ბოიკოტი, რომელიც იყო უსაფუძვლო და უარგუმენტო. ყველაზე საინტერესო არის, ამ დასკვნის გასაჯაროების შემდეგ ვინ როგორ მოქმედებს. რადიკალური ოპოზიცია ისევ არასტაბილური და არათანმიმდევრული განცხადებით გამოდის. ამით ლუსტრაცია ხდება, რომ ამ ადამიანებს, სინამდვილეში, არანაირი ინტერესი არ აქვთ, რომ შესრულდეს 12 პუნქტით ნაკისრი ვალდებულებები და მხოლოდ სპეკულაციის გზას მიმართავენ. საბოლოო ჯამში, ის კრიზისი, რაც დღეს გააჩნიათ, კიდევ უფრო გამწვავდება და მტკივნეული იქნება მათთვის", - განაცხადა იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×