რეზონანსი
08.12.2022

ნოემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 665 992-მდე გაიზარდა და ქვეყანაში მიზნობრივ სოციალური დახმარებას მოსახლეობის თითქმის 18% იღებს - ინფორმაციას BMG სოციალური მომსახურების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ოქტომბერთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 10 258-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წელს საარსებო შემწეობა ყველაზე მეტ ადამიანზე აგვისტოში გაიცა, როცა შემწეობის მიმღებთა რიცხვის რეკორდულად 670 000 გაიზარდა.

ნოემბერში 58 მლნ ლარამდე გაიზარდა სოციალურ შემწეობაზე გაცემული თანხის რაოდენობა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი ოქტომბერში 56.2 მლნ ლარს შეადგენდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×