
„ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ქმედებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მათი პოზიცია არაგულწრფელია,- ამის შესახებ პარტია „გირჩის" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა" და სტრატეგია აღმაშენებელი" არ იღებენ მონაწილეობას ამ სამუშაო ჯგუფში, მაგრამ მაინც ხვდებიან „ქართულ ოცნებას", არჩევენ საკანონმდებლო ცვლილებებს და მაშინ ვერ გავიგე, ბარემ ჯგუფში მოსულიყვნენ. ვაშაძის პოზიციის გათვალისწინებით, რომ ამბობს, ამ რუსულ პარლამენტში არაფრის კეთება შეიძლება, გარდა ამ 12 პუნქტისა და ისიც მხოლოდ ღიადო, თან, ასე იქცევა, ჩემი აზრით ყოვლად დაუშვებელია და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მათი პოზიცია არაგულწრფელია",- აღნიშნა რაქვიაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს მეორე მოსმენით საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავს. საარჩევნო კოდექსისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტებში ცვლილებები შევიდა.