რეზონანსი
09.12.2022

მიხეილ სააკაშვილზე კითხვებს არ უნდა სვამდეთ პოლიტიკოსებთან მაშინ, როდესაც ეს საკითხი სამართლებრივადაა განსახილველი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილის თემა არის სამართლებრივი საკითხი თავიდან ბოლომდე, ამიტომ დავასრულეთ რაიმეს კომენტირება. ეს არ არის ჩვენი საკითხი. აქ კითხვებს არ უნდა სვამდეთ პოლიტიკოსებთან მაშინ, როდესაც ეს საკითხი არის სამართლებრივადა განსახილველი და შესაბამისი სახელმწიფო უწყება და დაწესებულება, როცა ამის საჭიროება და აუცილებლობა იქნება, თვითონ გადაწყვეტს, რა განცხადება გაავრცელოს და რა - არა",- აღნიშნა ოხანაშვილმა.

მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×