რეზონანსი
09.12.2022

მერწმუნეთ, რა შესაძლებლობაც საქართველოს აქვს, უკრაინასთან მიმართებაში ის პირნათელია. არცერთ ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარი არ გვითქვამს და საერთაშორისო სამართლებრივ ყველა მექანიზმთან მიმართებაში პირნათლად, ბოლომდე ერთგულად დავდექით ამ პოზიციაზე. მათ შორის იმ პოზიციაზე, რომელიც ჰააგას უკავშირდება. სულ 40-მდე სახელმწიფომ შეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება და მიმართვა ჰააგისთვის, მათგან ერთ-ერთი საქართველოა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, არ არის ეს ის ხელისუფლება, რომელიც რაც არ უნდა გლობალური, მასშტაბური იდეალები იყოს დღის წესრიგში დაყენებული, ჩვენი ქვეყნის ინტერესი ყოველთვის ნომერ პირველია.

„ჩვენც გადაგვიხდია ომები, ჩვენც დაგვიღვრია სისხლი და არასდროს გვქონდა იმის განცდა, არასდროს გვისურვია, რომ რომელიმე სხვა სახელმწიფოშიც იხოცებოდნენ ქალები და ბავშვები. არავისთან ასეთი რამ არ მოგვითხოვია. ყველაფერი დაგვიფასებია და არავისთან ვალში არ დავრჩენილვართ. მერწმუნეთ, რა შესაძლებლობაც საქართველოს აქვს, უკრაინასთან მიმართებაში ის პირნათელია. ღმერთის წინაშე მართლები ვართ. რა შესაძლებლობებიც საქართველოს აქვს, არცერთ ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარი არ გვითქვამს და საერთაშორისო სამართლებრივ ყველა მექანიზმთან მიმართებაში პირნათლად, ბოლომდე ერთგულად დავდექით ამ პოზიციაზე. მათ შორის იმ პოზიციაზე, რომელიც ჰააგას უკავშირდება. სულ 40-მდე სახელმწიფომ შეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება და მიმართვა ჰააგისთვის, მათგან ერთ-ერთი საქართველოა. არ არის ეს მარტივი გადაწყვეტილებები და საქართველო ამას აკეთებს. საქართველო რა შეიარაღებას ფლობს და რამდენად ქმედითი დახმარება შეიძლება იყოს ეს უკრაინისთვის, ყველამ ვიცით. თუ რამეს გააგზავნის, მარტო იმიტომ, რომ პრაქტიკულად ომში ჩართვის გადაწყვეტილება გამოაცხადოს და რასაკვირველია, არც ერთი პასუხისმგებლიანი ხელისუფალი თავის ქვეყანას ამისთვის არ გაიმეტებს. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, არ არის ეს ის ხელისუფლება, რომელიც რაც არ უნდა გლობალური, მასშტაბური იდეალები იყოს დღის წესრიგში დაყენებული, ჩვენი ქვეყნის ინტერესი ყოველთვის ნომერ პირველია. ვერავინ ამისთვის საყვედურს ვერ გვეტყვის", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×