რეზონანსი
09.12.2022

ოპოზიციონერი ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი ცოცხალია, - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „კავკაზ.რეალიი"დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„იმ ინფორმაციით, რომელსაც ვფლობთ, ტუმსო აბდურახმანოვი ცოცხალია და შვედეთის პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება", - განაცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, მას „ინფორმაციის საკუთარი წყაროები" გააჩნია და ვერ დააკონკრეტა აბდურახმანოვი რა მიზეზებით შეიძლება იმყოფებოდეს დაცვის ქვეშ.

ინფორმაცია, თითქოს რამზან კადიროვის ცნობილი კრიტიკოსი შვედეთში მოკლეს, რამდენიმე დღის წინ რამდენიმე წყარომ გაავრცელა.

„კავკაზ.რეალიის" რედაქციამ ოფიციალური მოთხოვნით შვედეთის პოლიციას მიმართა.

„ახლა ჩვენ არაფერი გვაქვს ჩვენი წინა კომენტარისთვის დასამატებელი", - წერია უწყების პრესმდივნის ოფიციალურ პასუხში. ცნობისთვის, აქამდე შვედეთის პოლიციას არ დაუდასტურებია და კომენტარი არ გაუკეთებია აბდურახმანვის შესაძლო მკვლელობის შესახებ ცნობებზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×