რეზონანსი
24.01.2023

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანივის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კასიანოვის განცხადება არ არის მეგობრული და პარტნიორული და არ შეეფერება დიპლომატის რიტორიკას.

"საფრთხე არაფერ შუაშია- როგორც ჩანს, სინამდვილეში სრულიად სხვა მოტივებია, რომელიც განსხვავებული მიდგომის მიზეზს აძლევს ბატონ კასიანოვს, რომ საქართველოსთან მიმართებით ჰქონდეს განსაკუთრებული მოთხოვნები. ამას შეიძლება პირდაპირ დაერქვას და ვივარაუდოთ, რომ ეს არის გაგრძელება იგივე ნარატივისა, რაც გულისხმობდა საქართველოს მიმართ გაუგებარი უკმაყოფილებების გამოხატვას, როცა რეალური მიზეზი შეიძლება რაღაც ვგულისხმობთ, რაც საჯაროდ არ შეიძლება ითქვას და გაჟღერდეს. როგორც ჩანს, ეს არის ბატონი დოლგოვის ან ვიღაცების მიერ გაკეთებული განცხადებების გაგრძელება, რომელიც შეიძლება ისეთ რამეს გულისხმობდეს, რაც წამოცდენას უნდა მივაწეროთ, რადგან ეს არ არის ისეთი რამ, რაც შეიძლება საჯაროდ თქვა და უსურვო მეგობარ სახელმწიფოს - ომში ჩართვა და ა.შ." - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×