რეზონანსი
24.01.2023

რუსეთისთვის ფრენების მიმოცვლა, ნებისმიერი მსგავსი საკითხი, იყო ხოლმე მათი გეოპოლიტიკური იარაღი, რომელსაც ისინი იყენებენ სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ - ასე გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის, განცხადებას, სადაც კასიანოვი საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

"თუ ვინმე მეტყვის, რომ ამ ფრენების აღდგენა, უბრალოდ თვითმფრინავების მიმოცვლაა, მე მათ ყველას ვეტყვი, რომ მეგობრებო, ასეთი პატარა ბავშვები არ უნდა ვიყოთ. რუსეთისთვის ყოველთვის ფრენების მიმოცვლა, ნებისმიერი მსგავსი საკითხი, იყო ხოლმე მათი გეოპოლიტიკური იარაღი, რომელსაც ისინი იყენებენ სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. კასიანოვი რაში მაინტერესებს, მე ვხედავ საფრთხეებს. არცერთი თვითმფრინავი რუსეთის მხრიდან არ გამოფრინდება პოლიტიკური დატვირთვის გარეშე და არცერთი თვითმფრინავი აქედან არ გაფრინდება, კონკრეტული დატვირთვის გარეშე," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საკითხს გამოეხმაურა "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილიც. მისი თქმით, პოლიტიკურად ჩანს, რომ საქართველო რაღაც მხრივ აუმჯობესებს რუსეთთან ურთიერთობას, რაც საფრთხის შემცველია.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×