რეზონანსი
24.01.2023

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კმაყოფილია ენმ-ში მიმდინარე პროცესებით.

"ძალიან კარგი პროცესები წარიმართება "ნაცმოძრაობის" შიგნით და ამ პროცესების საბოლოო შედეგი აუცილებლად იქნება "ნაცმოძრაობის" შემდგომი დასუსტება, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქართულ პოლიტიკაში შემცირდეს რადიკალიზმის ხარისხი და გაძლიერდეს ქართული დემოკრატია. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველა შემთხვევაში კარგი შედეგით დასრულდება ეს გახლეჩის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ნაცმოძრაობაში, კარგი შედეგით ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული დემოკრატიისთვის" - თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილის გუნდის წარმომადგენლების ინფორმაციით, დავით კეზერაშვილმა ნიკა მელიას ავტომანქანა აჩუქა. მელიამ ამ განცხადებას წერილობით უპასუხა. მელიას თქმით, კეზერაშვილის საჩუქარი პარტიის საჭიროებისთვის გამოიყენებოდა და როცა მისი დაბრუნება გადაწყდა, მეორე მხარემ მასზე უარი თქვა და ავტომობილი დღემდე პარტიის ავტოფარეხში დგას.

ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების საჯარო განცხადებების საფუძველზე კი აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×