რეზონანსი
25.01.2023

ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ლევან ხაბეიშვილს საქართველოს პარლამენტში, საკუთარ კაბინეტში შევარდნის უნარიც არ აქვს და როგორ შეიძლება, ის შევარდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, ასეთი განცხადების გაკეთება ძალიან უხერხულია, - ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატები მიხეილ სააკაშვილის საკითხს თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

„ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებები ბუმერანგივით უკან უბრუნდებათ. „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატები ცდილობენ, მიხეილ სააკაშვილის თემა გამოიყენონ, რათა იქნებ თავმჯდომარეები გახდნენ. ცხადია, თავმჯდომარეობის მეორე დღესვე სააკაშვილი დაავიწყდებათ, რადგან განცხრომას მიეცემიან. მათი მიზანია პარტიის თავმჯდომარეობა, რომ რამენაირად საკუთარი კეთილდღეობა გაიუმჯობესონ. ესეც არის მიზეზი, რომ „ნაცმოძრაობა" შემორჩენილ მხარდამჭერებს კარგავს. „ნაციონალური მოძრაობა" რომ რადიკალური დაჯგუფებაა, ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის. ვინ უფრო რადიკალია და ვინ უფრო ნაკლები - სინამდვილეში, ყველა ერთი და იგივეა, მათ შორის დიდი სხვაობა არ არსებობს", - განაცხადა იონათამიშვილმა.

„არ ვაპირებ, დავიხიო რამეზე უკან და ჩვენ წინ არსებული ბარიკადი არ გადავლახო, თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოვიხსნით", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×