რეზონანსი
25.01.2023

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, პეტრე ცისკარიშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გამარჯვებას ლევან ხაბეიშვილი მოიპოვებს. მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, მათი გუნდის ამოცანა იქნება, რომ ნიკა მელიას ხალხი შემოიკრიბონ და გააერთიანონ.

„ჯერ უნდა გადახტე და ჰოპლა მერე უნდა დაიძახო. ჩვენ არ ვყოფთ არავის და ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი ამოცანა იქნება, რომ შემოვიკრიბოთ და გავაერთიანოთ ეს ხალხი. იგივე გიორგი კირთაძისთვის მოიძებნება სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა და პოზიციაც. თუ ის მოისურვებს, რომ ჩაერთოს", - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.

ნიკა მელიამ „ნაცმოძრაობის" გენერალური მდივნის თანამდებობაზე გიორგი კირთაძე წარადგინა. ახლა ამ პოსტს პეტრე ცისკარიძე იკავებს. პარტიაში თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის არჩევნები კვირის ბოლოს გაიმართება

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×