რეზონანსი
25.01.2023

დღეს, საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ევგენი პერებიინისს შეხვდა. უკრაინის საგარეო უწყებაში ქართველ დიპლომატს დაუდასტურეს, რომ ვერ ხედავენ საფრთხეს საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით. მეტიც, უკრაინულმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე ომის პერიოდში გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ცხადია, რომ დმიტრო კულებას უწყებიდან არ მომდინარეობს თბილისის დამუნათების ინსტრუქციები.

„სკანდალური უხერხულობის შემთხვევაში პოლიტიკაში, დიპლომატიაში ერთ-ერთი ხრიკია ყველაფერი დაბრალდეს "მეისრეს" (стрелочник). დიპლომატების ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა პოლიტიკოსებს შორის შექმნილი (ამ შემთხვევაში კიევმა შექმნა და არა თბილისმა) დაძაბულობის განმუხტვა. არაა გამორიცხული, რომ ამგვარ "მეისრედ" ვიხილოთ ანდრეი კასიანოვი, რომელმაც "Европейская Правда"-ში სამარცხვინოდ აღნიშნა, რომ რუსეთთან ავიარეისების აღდგენით, საქართველოში რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს.

დღეს, საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ევგენი პერებიინისს შეხვდა. უკრაინის საგარეო უწყებაში ქართველ დიპლომატს დაუდასტურეს, რომ ვერ ხედავენ საფრთხეს საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით. მეტიც, უკრაინულმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე ომის პერიოდში გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მათ შორის, უკრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ უკრაინა მადლობელია ქართული მხარის მიმართ უკრაინის მოქალაქეების საქართველოში მიღებისა და მათი დახმარებისთვის.

გასაგებია უკრაინელ დიპლომატთა ძალისხმევა და ისიც ცხადია, რომ მინისტრ დმიტრო კულებას უწყებიდან არ მომდინარეობს თბილისის უსინდისო დამუნათების ინსტრუქციები. დღევანდელი ფაქტი სასიამოვნოა, მაგრამ კოლექტიური პოდოლიაკები, არახამიები და გონჩარენკოები რომ არ გაჩუმდებიან ჩვენდამი სიბინძურის ფრქვევაში, ამაში ეჭვი არც მე მეპარება.

გავუძლებთ ზნედაცემული პოლიტიკანების შემოტევას. მთავარია უკრაინამ გაიმარჯვოს აგრესორ რუსეთზე და შემდეგ გახვეტოს პარაზიტი ჩინოსნები, რომლებიც, უწინარესად, უკრაინას აზარალებენ" - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×