რეზონანსი
25.01.2023

ხაბეიშვილს ვუყურებ, როგორც კარიკატურულ პიროვნებას და მის განცხადებებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" კარიკატურას დაემსგავსა და ე.წ. ლიდერებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ, რომ დაეუფლონ იმ ოლიგარქიულ ფინანსებსა და რესურსებს, რომელიც მათ პარტიაშია და უკვე კარიკატურულად ებრძვიან ერთმანეთს.

„იმ პროცესებს, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარეობს კარიკატურული პროცესების გარდა ვერაფერს დავარქმევთ. ეს პარტიაც კარიკატურას დაემსგავსა და ე.წ. ლიდერებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ, რომ დაეუფლონ იმ ოლიგარქიულ ფინანსებსა და რესურსებს, რომელიც მათ პარტიაშია და უკვე კარიკატურულად ებრძვიან ერთმანეთს. ხაბეიშვილის განცხადებები არის სრულიად უპასუხისმგებლო, უშინაარსო. მეორე მხრივ, ეს ადამიანები მზად არიან ყველაფერი და მათ შორის სახელმწიფო გადააყოლონ საკუთარ ვიწრო პარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებს. იმ დონეზე პატარაა ეს ყველაფერი და იმ დონეზე უმნიშვნელოა, რომ ამას არანაირი შედეგი არ ექნება. ხაბეიშვილს ვუყურებ, როგორც კარიკატურულ პიროვნებას და მის განცხადებებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×