რეზონანსი
25.01.2023

უნდა შეწყდეს სააკაშვილის საკითხზე არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რადგან რეალურად ის სასჯელს იხდის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მათ შორის არსებობს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც იგივე გარემოებები უტყუარად დადასტურებულია,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ უკრაინის რადას დეპუტატს, ლიზა იასკოს, რომელმაც PACE-ს პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი ჰყავთ უკანონოდ დაპატიმრებული და მისი უფლებები ირღვევა. ასევე, იასკომ უკმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ წინა სესიაზე მიღებული რეზოლუციის შემდეგ ევროსაბჭოს კონკრეტული ქმედებები არ განუხორციელებია.

არჩილ თალაკვაძის თქმით, სააკაშვილი მოთავსებულია ერთ-ერთ საუკეთესო სამოქალაქო კლინიკაში და სახელმწიფოს მხრიდან არსებობს სრული მზადყოფნა ნებისმიერი ექიმის და სამედიცინო რესურსის ჩართვაზე, რომელსაც მისი ოჯახი დამატებით მოითხოვს. თალაკვაძემ განაცხადა, რომ ის, რაც წინა სესიაზე მოხდა, როცა სრულიად უსაფუძვლო და არაობიექტური ტექსტი სააკაშვილის შესახებ დაემატა რეზოლუციას, აღარ უნდა განმეორდეს, რადგან ეს არის აქ მყოფი დეპუტატების და საზოგადოების მოტყუება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×