რეზონანსი
25.01.2023

ჩვენ ვხედავთ, რომ სააკაშვილის ოჯახის წევრები და მისი მხარდამჭერები ცდილობენ ამ საქმისთვის პოლიტიკური ელფერის შეძენას. მე გულწრფელად გეტყვით, რომ მე არ მომისმენია არცერთი შეკითხვა არცერთი ევროპელი კოლეგისაგან არცერთ ევროპულ ორგანიზაციაში, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგეს სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„უფრო მეტიც, ერთ-ერთ განაჩენთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებაც აქვს მიღებული და პირდაპირ ჩანაწერი არსებობს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი იყო ჩართული დანაშაულის ჩადენაში.დამნაშავეა თუ არა სააკაშვილი - ეს კითხვა არ არსებობს. აქვს თუ არა სააკაშვილს ისეთი დაავადება, რომელსაც ვერ ვმკურნალობთ საქართველოში - მგონი ამაზეც საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ასეთი დიაგნოზი არ დასმულა. ჩვენ ვხედავთ თვითდაზიანების პროცესს, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რომ რაიმე ფორმით თავი დააღწიოს სასჯელს. კომენტარს კონკრეტულ შეხვედრასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ. უბრალოდ მგონია, რომ მაგნიტსკისა და სააკაშვილის შედარება არასწორია. ესეც მორიგი პიარ კამპანიის ნაწილია, რომელსაც ცდილობს სააკაშვილის ოჯახი ნაციონალურმა მოძრაობამ აწარმოოს და ჩვენ ვნახეთ რომ ისინი ფულსაც კი უხდიან სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომ მათ პიარ კამპანიას დაუჭირონ მხარი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×