რეზონანსი
25.01.2023

როგორ უნდა დალაგდნენ? - მთელი სანტა-ბარბარაა, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე", თავდაცვის ყოფილ მინისტრ, დავით კეზერაშვილსა და შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილზე საუბრისას „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში" ისეთ პროცესებში არიან შესული, რომ რთული წარმოსადგენია „როგორ უნდა დალაგდნენ".

„მე რომ მივედი „ნაციონალურ მოძრაობაში", ვანო მერაბიშვილი იყო გენერალური მდივანი და მასთან მქონდა სერიოზული უთანხმოება ძირითადად, ხედვებთან, მათ შორის ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. შემდეგ ვანო მერაბიშვილი დააკავეს და მასთან ურთიერთობა აღარ მქონია. მაშინ ეს საკითხები არ იდგა. მათ შორის, ახლა ვინც ლანძღავს, ისინი, მაშინ ამ ხალხთან ჩახუტებული იყო, მოკლედ მთელი სანტა-ბარბარაა.

ახლა, რაც ხდება, არაფერი მომწონს. რამენაირად რომ დალაგდნენ, არ გამიკვირდება, მაგრამ ისეთ რაღაცებში არიან შესული, რომ როგორ უნდა დალაგდნენ? პარტიის თავმჯდომარედ რომ აგირჩევენ, უნდა გააერთიანო და ეს როგორ უნდა მოახერხონ ვერ წარმომიდგენია", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძე გადაცემა „360 გრადუსში" ყოფილი თანაპარტიელისა და „გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ პარტია „გირჩის" დაშლის მიზეზი შესაძლოა დავით კეზერაშვილი იყო.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადება „კომპლექსიანი ადამიანის ჩვეულებრივი ბოდვაა".

„ეს არის ჩვეულებრივი ბოდვა, კომპლექსიანი ადამიანის ჩვეულებრივი ბოდვა, მეტი არაფერი. ამდენი წელი გავიდა და კიდევ ჩემზე ლაპარაკობს, ესეც ხომ გაუგებარი ამბავია. საიდან მოიტანა კეზერაშვილი ან ვინმე სხვა, საერთოდ რატომ ღელავს მაგაზე. რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ჯაფარაზე ლაპარაკი დასრულდეს. ვერ წარმომიდგენია, რომ შეიძლება მყავდეს ადამიანების დიდი ჯგუფი, რომლებიც მაფინანსებენ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×