რეზონანსი
25.01.2023

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანიდან 16 კილომეტრში, ტყეში ხანძარია. ცეცხლი, სავარაუდოდ, ტყის ქვედა ფენას, ხმელ ფოთოლს და ბალახს უკიდია.

თელავის მერის წარმომადგენლის, სიმონ მაისურაძის თქმით, ხანძრის კერა ალპურ ზონაში, სოფლიდან 4 საათის სავალზეა. რელიეფიდან გამომდინარე, ადგილზე მისვლა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი.

„ხანძარი საღამოს შევნიშნეთ და სამაშველოს ვაცნობეთ. მობილიზებულები ვართ. სოფლიდან 20-მდე მოხალისე სამაშველო სამსახურს შევუერთდებით. დილის 7 საათზე გავალთ", - განაცხადა მაისურაძემ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: „პირველი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×