რეზონანსი
25.01.2023

22 იან­ვარს თბი­ლის­ში, ლი­ლო­ში მომ­ხდარ ავა­რი­ას 17 წლის მა­რი­ამ ბა­და­ლაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ამ დრომ­დე მძი­მეა მა­რი­ა­მის სამი მე­გობ­რის მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლე­ბიც, ასე­ვე, ამ ავა­რი­ის დროს და­შავ­დნენ.

ცნო­ბი­ლია, რომ გო­გო­ნე­ბი გზა­ზე გა­და­დი­ოდ­ნენ, როცა დიდი სიჩ­ქა­რით მო­მა­ვა­ლი მან­ქა­ნა მათ შე­ე­ჯა­ხა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან 18 წლის ბიჭი იჯდა და "დრიფ­ტა­ობ­და", რა დრო­საც მან­ქა­ნა ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე გო­გო­ნებს და­ე­ჯა­ხა. სამ­წუ­ხა­როდ, მა­რი­ა­მი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის საქ­მე­ზე შსს-მ 18 წლის გი­ორ­გი კ. იმა­ვე ღა­მეს და­ა­კა­ვა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ხდარ ფაქ­ტზე ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბო­და, თით­ქოს მა­რი­ა­მი თა­ვად დრიფ­ტა­ობ­და. ასე­ვე ითხო­ვენ, 18 წლის ბი­ჭის დას­ჯას და იმე­დი აქვთ, რომ საქ­მე არ ჩა­ი­ფარ­ცხე­ბა.

"ამბები" ესა­უბ­რა საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კატს ზუ­რაბ ბელ­თა­ძეს:

"ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, ვერ წარ­მო­იდ­გენთ, აქ რა ხდე­ბა. თვი­თონ სამი შვი­ლის მამა ვარ და ღმერ­თმა ყვე­ლა და­ი­ფა­როს ამ სა­ში­ნე­ლე­ბის­გან. გი­ორ­გიც 18 წლი­საა, ისიც თავ­დახ­რი­ლი, მუხლდა­ჩო­ქი­ლი და სი­ნა­ნულ­შია, იქეთ მისი ოჯა­ხი ორ­მა­გად გამ­წა­რე­ბუ­ლი. ოჯა­ხი მზა­დაა ნე­ბის­მი­ე­რი ზა­რა­ლი აა­ნა­ზღა­უ­როს, ყვე­ლა­ფერ­ში გვე­რდით და­უდ­გეს და თა­ნა­უგ­რძნოს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს. უბ­რა­ლოდ, ახლა ეს ფი­ზი­კუ­რად ვერ ხერ­ხდე­ბა, ჭი­რი­სუ­ფალ­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა ამ ეტაპ­ზე არა­გო­ნივ­რუ­ლი გვგო­ნია და გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი.

რა სი­სუ­ლე­ლეა, ვინ აბ­რა­ლებს გო­გო­ნას რა­მეს? ისიც უთ­ქვამთ, რომ გი­ორ­გი მა­ჟო­რი­ტა­რის შვი­ლია და მფარ­ვე­ლო­ბე­ნო. სა­ი­დან მო­აქვთ ასე­თი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი. ეს ბავ­შვი სტუ­დენ­ტია და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხის შვი­ლი, მა­მა­მი­სი ვენ­ტი­ლა­ცი­ებს ამონ­ტა­ჟებს. გი­ორ­გი არ­სად გაქ­ცე­უ­ლა, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე დახ­ვდა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­საც და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა­საც, პო­ლი­ცი­ას თვი­თონ უთხრა, მე ვარ მძღო­ლიო. გა­იქ­ცა კი არა, პი­რი­ქით, დახ­მა­რე­ბაც სცა­და, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­და.

სა­ბუ­თი მაქვს ყვე­ლაფ­რის, რომ გი­ორ­გი სრუ­ლი­ად ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო - არც ალ­კოჰო­ლის და არც ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბის ქვეშ არ ყო­ფი­ლა, მსგავ­სი არა­ფე­რი. მისი ოჯა­ხი უფრო მე­ტად გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბას გლო­ვობს, ვიდ­რე თა­ვი­ან­თი შვი­ლის პა­ტიმ­რო­ბას. გი­ორ­გი არც "დრიფ­ტა­ობ­და", იქ არც არის ამის ად­გი­ლი. ისი­ნი დრიფ­ტის სა­ყუ­რებ­ლად იყ­ვნენ მი­სუ­ლი, როცა გა­მობ­რუნ­დნენ და გზა­ზე ქვე­მოთ და­ეშ­ვა, ეტყო­ბა საჭე აუ­თა­მაშ­და და ამან გა­მო­იწ­ვია მან­ქა­ნის მო­ცუ­რე­ბა, რის შემ­დე­გაც მოხ­და შე­ჯა­ხე­ბა. ბოლო-ბოლო იქ კა­მე­რე­ბია და გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა, რა და რო­გორ მოხ­და. ვის ვაბ­რა­ლებთ, რას ვაბ­რა­ლებთ, მთე­ლი აქე­თა მხა­რე თავ­ჩა­ქინ­დრუ­ლე­ბი, ჩოქ­ვა­ში ვართ, აქ კა­ტას­ტრო­ფა ტრი­ა­ლებს, რო­გო­რი ამ­ბა­ვია, ამ­ხე­ლა ტვირ­თი აე­კი­და ბავ­შვს.

გო­გო­ნე­ბი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში არი­ან, მათ­თან და­ი­წყო მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვა, ოჯა­ხი ყვე­ლაფ­რის­თვის მზად არის, არა­ვინ არა­ფერ­ზე და­ვობს და უკან არ და­ი­ხევს. არ მგო­ნია, ახლა სამ­ძი­მარ­ზე მიჭ­რა გა­მარ­თლე­ბუ­ლი და გო­ნივ­რუ­ლი იყოს, თა­ვი­დან რომ ავი­ცი­ლოთ კონ­ფლიქ­ტის პრო­ვო­ცი­რე­ბა, თორე ყვე­ლა­ნა­ი­რად ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვართ - სამ­ძიმ­რის­თვის, ჭი­რი­სუფ­ლო­ბის­თვის, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის თუ სხვა ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის.

გი­ორ­გის დღეს გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბი­თი და­ნა­შა­უ­ლის­თვის წი­ნას­წა­რი ორ­თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად. მას საკ­მა­ოდ მძი­მე მუხ­ლი აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც 4-დან 7 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მსგავ­სი უბე­დუ­რე­ბა ხომ ყვე­ლას შე­იძ­ლე­ბა შე­ემ­თხვეს..." - განაცხადა ზუ­რაბ ბელ­თა­ძემ.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×