რეზონანსი
25.01.2023

საგარეჯოს მერი ავთანდილ გულიკაშვილი აცხადებს, რომ შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახები მერიისგან 5 000 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ მერმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ამასთან, როგორც ავთანდილ გულიკაშვილმა აღნიშნა, ტრაგედიის დროს დაშავებულ ხუთ ადამიანს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსებით სარეაბილიტაციო და სამედიცინო მკურნალობის ხარჯებს აუნაზღაურებს.

საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი 20 იანვარს გახსნა. სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი და დაიჭრა ხუთი პირი. ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×