რეზონანსი
26.01.2023

14 ოქტომბერს ნიკა მელიას გამოსვლა თუ გაქვთ მოსმენილი, ნახავთ, როგორი გადამგდები და მატყუარაა ეს ადამიანი. მან თქვა, თუ არჩევნებს გააყალბებენ, აქ მოვალთ და ივანიშვილის რეჟიმის დასასრულამდე აღარ დავიშლებითო და თქვენ ნახეთ სადმე ქუჩაში მდგარი ნიკა მელია, რომელიც კვირები, თვეები ან დღეები იდგა და იბრძოდა? არა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა" განაცხადა. მისი თქმით, 14 ოქტომბერს პროტესტის გაგრძელების კონკრეტული გეგმა არსებობდა, რომელიც პარტიის მმართველმა მენეჯმენტმა არ გაითვალისწინა.

„აქციები უნდა ყოფილიყო. ბოიკოტს თუ აცხადებ და შენ არ ენდობი მართლმსაჯულებას, ცესკო-ს და სხვა ინსტიტუციებს, მაშინ ერთადერთი გზა არის ქუჩის პროტესტი და ეს თუ არ შეგიძლია, ბოიკოტი არის სისულელე და ტყუილი. როცა ამბობ, რომ პარლამენტში ვინც შევა, მოღალატეა და მერე შენ შედიხარ ამ პარლამენტში, ამან ძალიან დაგვაზიანა. მათ შორის, ძალიან დაგვაზიანა იმან, რომ გიორგი გახარიასთან - რუსთან, რომელმაც 20 ივნისს თვალები დაგვთხარა და მოგვწამლა ბიძინა ივანიშვილის დავალებით კოალიციაში შევიდა და მე არ ვაპირებ ახლა ამ შეცდომების დამალვა-დაფარვას. ამან მიგვიყვანა ნიჰილიზმამდე", - განაცხადა მუმლაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×