
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" პრობლემა არა თავმჯდომარეში, არამედ პარტიის ფილოსოფიაშია.
„სხვა დროსაც მითქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" პრობლემა არ არის მის ხელმძღვანელში. პრობლემა არის იმ ფუნდამენტში, რომელზეც ის დგას - ძალადობის, ეროვნული ინტერესების უარყოფის, ტოტალიტარული რეჟიმის დამკვიდრების მცდელობების ფუნდამენტში. პრობლემა არის თავად ფილოსოფიაში, რომელიც ჩადებულია ამ პარტიაში", - აცხადებს პაპუაშვილი.
28-29 იანვარს „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.